“ბარსელონას” ვიცე – პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა აპირებს, ფრანგ მცველს ერიკ აბიდალს შესთავაზოს ახალი კონტრაქტი – იტყობინება კატალონიური გამოცემა სპორტი.
ვიცე–პრეზიდენტის თქმით, ფრანგის თამაშით კლუბში ყველა კმაყოფილია. მათ შორის კმაყოფილია კატალონიურ გრანდში თამაშითაც ერიკ აბიდალი.
“დიდი შანსია აბიდალს ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ. წელს იგი ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა”.
წელს აბიდალი, მართლაც, რომ შესანიშნავად გამოიყურება.კარლეს პუიოლი ხშირად ტრავმირებულია, ამიტომაც ცენტრში მის ადგილს ერიკ აბიდალი იკავებს ხოლმე, ამპლუით ფრანგი მარცხენა მცველია, მაგრამ ცენტრში თამაშიც არ გამოსდის ცუდათ.



