დენის სუარესი, რომელიც ამერიკის ტურის მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია, ახალ სეზონს პოზიტიური განწყობით ხვდება და თავის მიზნებზე საუბრობს.
“კარგ ხასიათზე ვარ, დიდი მოტივაციაც მაქვს. მინდა, წინა სეზონებთან შედარებით თამაშში უფრო ჩართული ვიყო.
ჩემს პოზიციაზე მოთამაშე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა გუნდი დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი შანსი მომეცემა. ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენო. წინ ნაბიჯი უნდა გადავდგა და მივაღწიო იმას, რომ მოედანზე ბევრად მეტი დრო გავატარო, ვიდრე ბოლო ორ სეზონში.
დენისმა “ბარსას” ახალწვეული, მალკომიც შეაფასა:
“მალკომი ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდში არ გვყავს. ის შესანიშნავად თამაშობს, ერთი-ერთზე მეტოქესთან პირისპირ, განსაკუთრებით კარგია წინა ხაზზე. ასე რომ, ის “ბარსელონას” გააძლიერებს”.


Aman bolo tamashebshibdaamtkica ro tu dayeneb sheulia magal dineze tamashi praqtika aklia da umagresi roja dadgeba
Da xo axali var
ამერიკაში შანსი მიეცემათ დენისსაც და რაფინიასაც. ორივემ უნდა მოინდომოს და გამოიყენოს ეგ შესაძლებლობა. ორივე ძაან ნიჭიერია და ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში
ეს მაგრად ათამაშდება.აგერ ტურნეშიც გამოჩნდება რა ბიჭია.მე მჯერა შენი დენის.ისე ეს კოუტინიოს ზამენა იქნება ინიესდტას პოზიციაზე