იტალიური “რომას” სპორტული დირექტორი რამონ მონჩი მალკომის “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მართალია, მის კლუბს “ბორდოსთან” არანაირი კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ ტრანსფერის ჩაშლის გამო UEFA-ში საჩივრის შეტანა გამორიცხული მაინც არაა.
“ამჟამად, ვიკვლევთ შესაძლებლობებს და ვადგენთ, შეგვიძლია თუ არა ჩივილი.
სიმართლეა, რომ ხელი არაფერზე ყოფილა მოწერილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი შეტყობინება ფეხბურთელის აგენტისგან და “ბორდოს” პრეზიდენტისგან.
“ბორდოდან” გვაცნობეს, რომ “ბარსელონამ” ჩვენზე უკეთესი შეთავაზება გააკეთა და თუ პირობებს არ გავაუმჯობესებდით, ფეხბურთელს დავკარგავდით. მე მათ ვუთხარი, რომ შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ პასუხად მივიღე, რომ არანაირი დოკუმენტი გაფორმებული არ გვქონდა. რამდენიმე დოკუმენტი ერთმანეთისთვის გაგზავნილი გვქონდა ხელმოსაწერად, მაგრამ გაფორმებული ჯერ არ იყო.
შექმნილი სიტუაცია “რომას” პრეზიდენტს ვაცნობე, რომელმაც უფლება მომცა შეთავაზება გამეზარდა და “ბარსელონასთვის” მეჯობდა. ამის შემდეგ, “ბორდოს” შევატყობინეთ, რომ მზად ვიყავით, “ბარსელონაზე” უკეთესი შეთავაზება გაგვეკეთებინა. საღამოს 11 საათზე, ფორმალური დოკუმენტები გავგზავნეთ.
ბოლოს “ბორდოს” ვაცნობეთ, რომ უკვე საკმარისი იყო. ჩვენ არ ვაპირებდით მონაწილეობა აუქციონში მიგვეღო. ამ პროცესს აღარ განვაგრძობდით.” – ციტირებს მონჩის სიტყვებს Sport.
გუშინწინ, “რომამ” და “ბორდომ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 21 წლის ბრაზილიელი შემტევი მალკომი საფრანგეთიდან იტალიაში 36 მილიონ ევროდ გადადიოდა. თუმცა, მალევე, “ბორდოს” “ბარსამ” 41 მილიონი ევრო შესთავაზა და ახალგაზრდა ფეხბურთელი იყიდა.
აბა რა ჩემისა უნდათ ?
გამოკითხვა თითოეულ პოზიციაზე მიმდინარეობდა და პროცენტული წილი სწორედ ამის მიხედვით არის შედგენილი.
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი ხმა საკუთარ პოზიციაზე ლუკა მოდრიჩმა (49% ნახევარმცველებს შორის) მიიღო.
სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: ტიბო კურტუა (ბელგია, 19%)
მცველები: დიეგო გოდინი (ურუგვაი, 25.8%), მარსელო (ბრაზილია, 18%), ტიაგო სილვა (ბრაზილია, 29.3%), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი, 31.5%)
ნახევარმცველები: ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია, 45.6%), კევინ დე ბრუინე (ბელგია, 30.6%), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, 49%)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი
(ინგლისი, 36.3%), კილიან მბაპე (საფრანგეთი, 41.1%), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, 25.2%)
როგორც ხედავთ, სიმბოლურ ნაკრებში არ მოხვდა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.
Mesis ar ekutvnoda simartlea magram ronaldom radgan espanets hettricki sheusrula magito moxvda tu amdeni pexburtis armcode gulshematkivari yavs kristinas?
Mis plangze bevrma itamasha kristinaze kargad
მალკომი ათამაშდება ბარსაში
არ გადაუღუნონ ბარსას :)))
ბარსამ იყიდა ფეხბურთელი და ეგრევე იწყებენ მუქარას საჩივრებით. სევილიაც ლენგლეს გამო წუწუნებდა. მართლა ყველა მხრიდან ებრძვიან კლუბს
ფიფამ ოფიციალურ ვებგვერდზე, გულშემატკივართა ვერსიით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.