იასპერ სილესენი ძალიან მაღალი დონის მეკარეა, მაგრამ “ბარსელონაში” პირველი გოლკიპერის სტატუსი მარკ-ანდრე ტერ შტეგენს აქვს და წესით, ასე კიდევ მრავალი სეზონის განმავლობაში უნდა იყოს. ჰოლანდიელს კი, რომელიც უკვე 29 წლისაა, მხოლოდ ესპანეთის თასის მატჩებში თამაში არ სურს და დიდი ალბათობით, კლუბის დატოვებას გადაწყვეტს. მადრიდულმა Marca-მ შეადგინა იმ ფეხბურთელების სია, რომელთა შეძენასაც “ბარსა” სილესენის წასვლის შემთხვევაში ეცდება.
1. კუნ კასტელსი
26 წლის ბელგიელი კიპერი უკვე სამი სეზონია, “ვოლფსბურგის” ღირსებას იცავს. მისი გამორჩეული მახასიათებელი სიმაღლეა (197 სმ), რაც მას ჰაერში დიდ უპირატესობას ანიჭებს.
2. იან ზომერი
ზომერი იმ მეკარეთა რიცხს მიეკუთვნება, რომლებიც აშკარად უკეთეს კლუბებში უნდა თამაშობდნენ. გერმანიის ბუნდესლიგაში და ნაკრებთან ერთად 29 წლის შვეიცარიელი ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მან მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” ტერ შტეგენი ჩაანაცვლა და ახლა გუნდის დატოვებასთან ახლოსაა, თუმცა მას აქტიური მოლაპარაკებები “არსენალთან” აქვს და სავარაუდოდ, “მეთოფე” იქამდე გახდება, სანამ სილესენი “ბარსელონადან” წავა.
3. სიმონ მინოლე
ბელგიის ნაკრებში ტიბო კურტუას და “ლივერპულში” კარიუსის (!) რეზერვი, მერსისაიდული კლუბიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალის ანტიგმირის წასვლის შემთხვევაშიც სათადარიგოთა სკამზე დარჩება, რადგან იურგენ კლოპმა ალისონი დაიმატა. მინოლე “ლივერპულში” 2013 წლიდან თამაშობს, წინა სეზონში კი მოედანზე გასვლა არც ისე ბევრჯერ მოუწია, ასე რომ, “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში სკამთან ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდება.
4. ხერონიმო რული
არგენტინელი მეკარე უკვე ოთხი სეზონია, “რეალ სოსიედადში” გამოდის, თუმცა ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა, რაც, სავარაუდოდ, მის ფასზე გავლენას მოახდენს. რულის ასაკი 26 წელია. ბოლოს ის “მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში იყო, თუმცა პრემიერ ლიგაში არ უთამაშია.
5. მარკო დმიტროვიჩი
დმიტროვიჩი, რომელიც “ეიბარის” ღირსებას იცავს, გასულ სეზონში ბასკური კლუბის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. 26 წლის მეკარე “ეიბარმა” “ალკორკონიდან” დაიმატა. ის სეგუნდა დივიზიონშიც ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. სერბი ფეხბურთელი სილესენის ჩანაცვლების საუკეთესო ვარიანტებს შორის ყოფნას ნამდვილად იმსახურებს, ლა ლიგის გუნდების მეკარეებს შორის მაინც.
Ochoa armova ? 😀
კასტელსი ან დმიტროვიჩი.ზომერი ძვირი დაჯდება თორე საუკეთესო ვარიანტია
და ლამასიიდან რომიცენ შანსი ოიერს არაა ცუდი ბიჭი და დახარჯვა არ მოუწევთ არაბიძე
ბიჭებო მე მილე სვილარი მომწონს მაგრად. 19 წლის არ არის ჯერ ძალიან ნიჭიერი მეკარეა და მგონი მაგისი ყიდვა ჯობია
რული ძაან მაგარი ვარიანტია..უნიჭიერესი მეკარეა