გუშინ, 7 მარტს ლუის ენრიკეს “ბარსა ბ”–მ “სეგუნდა დივიზიონის 28–ე ტური გამართა, სადაც ტენერიფეს სტუმრობდა. მათ მასპინძელი გუნდი ანგარიშით, 1–4 დაამარცხეს.
ლუის ენრიკეს შეგირდები კვლავ წარმატებას აღწევენ. მათ გუშინ “ტენერიფე” გასვლით შეხვედრაში ანგარიშით, 1–4 დაამარცხეს. გოლების გატანა საკუთარ თავებზე ედუარდო ორიოლმა, ნოლიტომ და ნინომ აიღეს. ნოლიტომ მოახერხა და მასპინძელთა კარი 3–ჯერ დალაშქრა. სანამ იგი 3 გოლს გაიტანდა, იქამდე არაგონესესის კარის აღება 22–ე წუთზე, ედუ ორიოლმა მოახერხა. ნოლიტოს ჰეტ–ტრიკის შემდეგ კი თავი მასპინძელთა შემტევმა, ნინომ გამოიჩინა, რომელმაც ანგარიში 3–მდე შეამცირა, თუმცა მასპინძელთა შემადგენლობაში “ნოლიტო” არ იმყოფებოდა და თან ანგარიშის გასათანაბრებლად არც დრო იყო და არც “ბარსა ბ” იყო “არსენალი”…
ბოლო 5 შეხვედრიდან, კატალონიელებმა მეტოქე 4–ჯერ დაამარცხეს, ხოლო ერთხელაც თავად დამარცხდნენ. აღსანიშნავია გოლების სიმრავლეც. ლუის ენრიკეს შეგირდებმა ბოლო 5 მატჩში მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა 18–ჯერ მოახერხეს, ხოლო მათი კარი დალაშქვრის ობიექტად “მხოლოდ” 8–ჯერ იქცა. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელები მეხუთე ადგილზე, 48 ქულით იმყოფებან. ამდენივე ქულათა რაოდენობა აქვს დაგროვებული მეოთხე ადგილზე მყოფ “გრანადასთან”, რომლებიც მეხუთე ადგილოსნებს ბურთების შეფარდებით ჯაბნიან.
კატალონიელებს შემდეგი დუელი 12 მარტს ელით. მათი შემდეგი სამიზნე “გიმნასტიკი” იქნება. მომავალი მსხვერპლადნავარაუდები გუნდი ახლა მეჩვიდმეტე ადგილზე, 31 ქულით ბინადრობს.
ვიდეომასალა
[media=http://www.youtube.com/watch?v=aVmRyin_WAQ]