დღეს, შესაძლოა, ესპანეთის სუპერთასის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. როგორც იცით, ტიტულისთვის “ბარსელონა” და “სევილია” იბრძოლებენ.
Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას ფინალისტ კლუბთა, ლა ლიგისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მიიღებენ.
მოლაპარაკების მიზეზი ანდალუსიელთა გადატვირთული გრაფიკია. როგორც იცით, “სევილიას” აგვისტოში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების გამართვა უწევს. სავარაუდოდ, სუპერთასის გამარჯვებული 1 მატჩში გამოვლინდება.




უეჭველი ვიგებთ სუპერთასს.დიდი ანგარიშით დავამარცხებთ სევილიას,უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ და დაცვაშიც ნახ.დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგები ვიქნებით