workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორიოლ ბუსკეტსის ფასი ტერ შტეგენის, ალბას და რაკიტიჩის ფასზე მეტია

ორიოლ ბუსკეტსის ფასი ტერ შტეგენის, ალბას და რაკიტიჩის ფასზე მეტია

როგორც იცით, დღეს “ბარსელონამ” კონტრაქტი ახალგაზრდა ნახევარმცველთან, ორიოლ ბუსკეტსთან გაახანგრძლივა. 19 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს. საინტერესოა, რომ ეს კლუბის რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელის ფასზე მეტია: ეს მოთამაშეები მარკ ტერ შტეგენი (180 მილიონი), ჟორდი ალბა (150 მლნ) და ივან რაკიტიჩი (120 მლნ) არიან. 

კატალონიელები ცდილობენ, დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელებთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებებში რაც შეიძლება დიდი რაოდენობის გამოსასყიდი თანხა მიუთითონ. თანაც, ბუსკეტსის ეს კონტრაქტი ძალაში 2021 წლამდე იქნება (2 წლის დამატების შესაძლებლობით), ამ დროისთვის კი ის დიდი ალბათობით, გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნება და მისი შეძენის სურვილი ბევრ გრანდს ექნება. 

ორიოლ ბუსკეტსი “ბარსელონას” აკადემიის წევრი 2007 წლიდანაა. გასული სეზონი მან “ბარსა ბ”-ში გაატარა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ძირითადი გუნდის შემადგენლობაში დებიუტიც ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და სეზონის მეორე ნახევარი მთლიანად გაუცდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • vegassi54
    schedule 05 ივლ 2018, 15:20
    #3

    საუკეთესო აკადემია მომავალი ვარსკვლავებით.

  • Guro messi
    schedule 05 ივლ 2018, 12:02
    #2

    ორიოლი,ალენია და არნაისი დასაწინაირებლები არიან

  • data cule
    schedule 05 ივლ 2018, 01:07
    #1

    ბუსკეს შენცვლელი ისევ ბუსკე იქნება