workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაბიო პარიზის დატოვებაზე დაფიქრდა

რაბიო პარიზის დატოვებაზე დაფიქრდა

პსჟ-ს ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო “მანჩესტერ იუნაიტედის”, “სიტის”, “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” ინტერესის სფეროშია. ფრანგი მოთამაშე უკმაყოფილოა იმით, რომ ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ, პარიზულმა გრანდმა მას მხარი არ დაუჭირა.

რაბიომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გასამართი მოლაპარაკების პროცესი გადადო და ახლა ის პარიზის დატოვების ვარიანტს განიხილავს, წერს Paris United.

ადრიენი პსჟ-ს ახალ მწვრთნელს, ტომას ტუხელს გაესაუბრება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგ მოთამაშეს ძირითადი შემადგენლობის წევრად არ განიხილავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • SHOTAMESSI10
    schedule 03 ივლ 2018, 18:58
    #6

    როგორც ჩანს ბარსა უყვარს რაბიოს

  • philippe couthino
    schedule 03 ივლ 2018, 17:51
    #5

    რით ვერ მოიყვანეს

  • basa7
    schedule 03 ივლ 2018, 17:12
    #4

    ვერ ვხვდები ამისი მოყვანა რა პონტში უნდა გერჩივნოს სავიჩის მოყვანას და თუნდაც პიანიჩისას.ტიპი არის უფანტაზიო. სტანდარტული ნახევარმცველია რომელიც პსჟ ს ძირითადშიც კი ვერ ხვდება და ბარსას ძირითადში რო ოქროს ვაშლებს დაკრიფავს რატო გგონიათ. პირდაპირ უთხრა ტუხელმაც რომ არ მოგიაზრებ ძირითადშიო, ერთ ერთი უჭკვიანესია ტუხელი და თქვენი აზრით დებილია?

  • kaxikaxi
    schedule 03 ივლ 2018, 16:18
    #3

    ციტატა: ROUCH
    იმედია ბარსა იყიდის და სხვა რომელიმე კლუბი არ აგვახევს


    გავიწყდება ვინ გვყავს პრეაიდენტი? ის უფრო გამიკვირდება რომ იყიდონ…ფუი რა იდიოტი ხელმძღვანელბა გყავს

  • GIo-GxP-FCB
    schedule 03 ივლ 2018, 15:05
    #2

    ე ბიჭო მოიყვანეთ ძალიან მაგარი ბიჭია თან ტანმაღალია რაც ჭირდება ბარცას

  • ROUCH
    schedule 03 ივლ 2018, 14:18
    #1

    იმედია ბარსა იყიდის და სხვა რომელიმე კლუბი არ აგვახევს