დღეს, 1 ივლისს, ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის დაბადების დღეა. კლუივერტი 42 წლის გახდა.
ის “ბარსელონაში” სეზონის განმავლობაში, 1998-2004 წლებში თამაშობდა. ის აქ “მილანიდან” გადმოვიდა. ამ პერიოდში, მან 257 შეხვედრა ჩაატარა და 122 გოლი გაიტანა. 2004 წელს პატრიკმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და კლუბიც შეიცვალა. ის ინგლისში, “ნიუკასლ იუნაიტედში” გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. ამის შემდეგ, თითო სეზონით მან “ვალენსიასა” და პსვ-ში ითამაშა, კარიერა კი ფრანგულ “ლილში” დაასრულა.


გილოცავ
ვახ ნეტავ პოგბას არ იყიდიან რო რამე? რაღაც გული მიგრძნობს რომ დაუფიქრებლად წამოვა
ამის ბიჭია მოსაყვანი 2 წელიწადში
უძლიერესი იყო! გმადლობ პატრიკ!!!