workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვადრიოლა საავადმყოფოდან გაწერეს

გვადრიოლა საავადმყოფოდან გაწერეს

ხოსეპ გვარდიოლა საავადმყოფოდან დღეს დილით გაწერეს. პეპი ჰოსპიტალში ”ვალენსიასთან” გამართული მატჩის შემდეგ მოხვდა და უკვე ხუთი დღეა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მან სამედიცინო დაწესებულება შაბათს, რამდენიმე საათით დატოვა და ”კამპ ნოუზე” გაემართა, სადაც ”ბარსელონა” ”სარაგოსას” მასპინძლობდა. მატჩის დასრულების შემდეგ გვარდიოლა კვლავ საავადმყოფოში დაბრუნდა.

დღეს კი, ესპანეთის დროით 11:00 საათზე პეპმა ექიმებისგან ნებართვა მიიღო და ჰოსპიტალი დატოვა. მოგვიანებით ის ”კამპ ნოუზე” პრესისთვის განკუთვნილ დარბაზში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური მატჩი იქნება. გვარდიოლასთან ერთად პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს სერხიო ბუსკეტსი უპასუხებს.

ესპანეთის დროით დაახლოებით 18:00 საათზე ხოსეპ გვარდიოლა თავის შეგირდებთან ერთად ”კამპ ნოუს” მინდორზე გავა და გუნდის ვარჯიშს წარუძღვება.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში