workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პასტორესთვის ბრძოლაში დაწინაურდა

“ბარსელონა” პასტორესთვის ბრძოლაში დაწინაურდა

პასტორეს სახელს ხშირად უკავშირებენ  კატალონიის”ბარსელონას”.

იტალიური Sky Italia-ს ინფორმაციით ”ბარსამ” მოლაპარაკებას მიაღწია იტალიურ მხარესთან და მათ არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხში უპირატესობა მოიპოვეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით კატალონიელთა წარმომადგენლები ”პალერმოს” პრეზიდენტს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შესაძლო სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

პასტორეს მიმართ ინტერესს ”მანჩესტერ სიტი”, ”ჩელსი” და მადრიდის ”რეალიც” იჩენენ, თუმცა თავად ფეხბურთელი კატალონიური გრანდისკენ იხრება. ვინაიდან პასტორე სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ”განძია”, ”ბარსელონას” სურდა დაწინაურებულიყო ფეხბურთელისთვის ბრძოლაში.

ხავიერ მათიას პასტორე 1989 წლის 20 ივნისს დაიბადა. 2007-2009 წლებში ის ”ტალერეს დე კორდობას” საკუთრება იყო, თუმცა 2008-2009 წლებში იჯარის ის წესით ”ჰურაკანში” გაანათხოვრეს. 2009 წელს პასტორე იტალიის ”პალერმომ” შეისყიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში