“საუთჰემპტონს” პაკო ალკასერი სურს

“საუთჰემპტონს” პაკო ალკასერი სურს

ინგლისური “საუთჰემპტონი” “ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელის, პაკო ალკასერის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, “საუთჰემპტონის” მთავარ მწვრთნელს, მარკ ჰიუზს, სურს, რომ გუნდი ალკასერის გარშემო ააგოს და მას იგივე როლი მიანიჭოს, რაც ფეხბურთელს “ვალენსიაში” ჰქონდა.

ალკასერმა, გასულ სეზონში, მონაწილეობა მხოლოდ 17 თამაშში მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” ანტუან გრიზმანს დაიმატებს, ესპანელის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება და დიდი ალბათობით, კატალონიელები მის გაყიდვაზე უარს არ იტყვიან.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Guro messi
    10 ივნ 2018, 11:24

    ჩემი აზრით ამ კაცმა თავვისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა და მეტს ვეღარ მოვთხოვთ.

  • ძველი ბარსელონელი
    09 ივნ 2018, 16:47

    გ ა უ შ ვ ი თ ! სანამ ვინმეს უნდა