მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი: ჩემს თავს საუკეთესოდ არ მივიჩნევ, მოედანზე ყველა თანაბარია

ლიონელ მესი: ჩემს თავს საუკეთესოდ არ მივიჩნევ, მოედანზე ყველა თანაბარია

ლიონელ მესი არგენტინულ ჟურნალთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საკუთარ თავს საუკეთესოდ არ მიიჩნევს. 

“არ ვთვლი, რომ საუკეთესო ვარ. ვთვლი, რომ ერთი უბრალო მოთამაშე ვარ. მოედანზე ყველა თანაბარ პირობებშია”. – აცხადებს მესი. 

ჟურნალის გარეკანზე რა თქმა უნდა, მესის ფოტო იყო, თანაც საკმაოდ ორიგინალური – თხასთან ერთად. როგორც იცით, თხა (GOAT) ყველა დროის საუკეთესოს (Greatest of all time) ინიციალებია და გულშემატკივრების მიერ ლეოს დასახასიათებლად საკმაოდ ხშირად გამოიყენება. 

“ცხოველების დიდი ფანი ვარ. მათთან ერთად ვიზრდებოდი და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა გვყავს ძაღლი ჰალკი, რომელიც ჩვენი ოჯახის სრულფასოვან წევრად ითვლება. მისგან ბავშვები ბევრს სწავლობენ, ერთმანეთი ძალიან უყვართ. 

არგენტინის ნაკრები აუცილებლად უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ ისეთ დონეზე აღმოჩნდეს, როგორზეც ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი არიან. შეიძლება, ახლა ასე არაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძლიერი გუნდი გვყავს და მოსაგებად ვიბრძოლებთ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს როგორ მოხდება”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • royal madrid…..
    schedule 05 ივნ 2018, 00:24

    ვინც რონალდუს ვერ იტანს ბალეტი იცეკვოს

  • royal madrid…..
    schedule 04 ივნ 2018, 21:11

    თხა მაგარი კაცია sweat_smile ვერ ვიტან მესის თუმცა ისიც ვაღიაროთ რომ რონალდუსთან ერთად საუკეთესოა.დიახ ვისაც ესმის ფეხბურთი რონალდუს და მესის არ შეადარებს რადგან ორივე სხვადასხვა სტილისაა.საინტერესოა როგორი სურთი იქნებოდა მესის მადრიდისტობის და რონალდუს კულეობის შემთხვევაში.