“მილანის” ფეხბურთელი, კარლოს ბაკა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით “ვილიარეალში” გაატარა, კოლუმბიის ნაკრებში თავის თანაგუნდელ იერი მინაზე საუბრობს.
“მინა შესანიშნავი ცენტრალური მცველია. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის “ბარსელონამ” ბრაზილიაში შეამჩნია, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ის ევროპაში დიდ წარმატებას მიაღწევს. მას ამისთვის საკმარისზე უკეთესი მონაცემები აქვს.
ის წარმატებების და შეცდომების მიუხედავად, მონდომების ნაკლებობას არასდროს განიცდის. მისი შრომით და ღმერთის დახმარებით, მინა ძალიან შორს წავა”. – ამბობს ბაკა.
2 წელი მაინც უნდა რომ ევროპულ ფეხბურთს შეეჩვიოს აქ ტემპი საკმაოდ მაღალია და პოზიციის შერჩევა უნდა ისწავლოს სკამისთვის საკმაოდ კარგია