დღეს ადგილობრივი დროით 5 საათზე ხოსეპ გვარდიოლა ჰოსპიტალიდან გაწერეს. როგორც მოგეხსენებათ, მას თიაქარი აქვს, ამის გამო ხოსეპი 3 დღის განმავბლოაში ჰოსპიტალში იყო მედიკოსების დაკვირვების ქვეშ.
“ვალენსიასთან” მატჩის დროს, როდესაც იგი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, კატალონიელთა დამრიგებელი გრძნობდა აუტანელ ტკივილებს, მატჩის დასრულების შემდეგ, იგი საავადმყოფოში მოათავსეს, 3 დღის შემდეგ კი ის გამოწერეს.
ადგილობრივი დროით მატჩი 20 საათზე გაიმართება, ამიტომაც გვარდიოლა თავისუფლად ასწრებს მატჩისათვის მომზადებას. დიდად სავარაუდოა, სათადარიგოთა სკამზე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ვიხილოთ დღევანდელ შეხვედრაში.

