არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინი დაინიშნა, რომელიც ზაფხულში გუნდის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ინგლისელები მარლონ სანტოსით დაინტერესდნენ და მის გადაბირებას შეეცდებიან.
მარლონის თვისებებიდან “ვესტ ჰემში” განსაკუთრებით პასების სიზუსტე, ბლოკების და ბურთის ართმევების რაოდენობა უნდა მოსწონდეთ. ამ მხრივ ბრაზილიელს ლონდონური კლუბის წევრებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
მარლონი, რომელიც “ბარსელონას” 2017 წლიდან ეკუთვნის, მიმდინარე სეზონი იჯარის წესით ფრანგულ “ნიცაში” გაატარა.
მარლონი არ იყიდება