Sport-ის ცნობით, პეპ სეგურა ამ კვირაში ბრაზილიაში ჩავიდა და “სანტოსის” ხელმძღვანელობას როდრიგო გოეშის ტრანსფერზე მოელაპარაკა. ბრაზილიური მედია ადასტურებს, რომ “ბარსელონამ” ამ შეხვედრაზე სამხრეთ ამერიკელებს 30 მილიონი შესთავაზა, თუმცა “სანტოსის” წარმომადგენლების თავდაპირველი პასუხი დადებითი არ იყო.
კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზე კარლოს პერესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თანაც “სანტოსსა” და “ბარსელონას” შორის ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ არ მოგვარებულა.
17 წლის როდრიგო “სანტოსის” ძირითადი გუნდის წევრი 2017 წლიდანაა. მიმდინარე სეზონში მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.



ამის ყიდვას და 50 მილიონის გადახდას (თან მადრიდისტა ყოფილა) კლაივერტზე იჩალიჩონ
ლენნგლე და გრიზმანი უეჭველი უნდა ვიყიდოთ სხვა მეორე ხარისხოვანია
საიტს რა ჭირს პატრონი არ ყავს აქაურობას? იმდენი რეკლამაა კომენტარების სექციამდე ძლივს ჩამოვაღწიე..მიაქციეთ ყურადღება
აუ რამდენ რეკლამებს აგდებს რა იყო რას გავს საიტი