სეგუნდა დივიზიონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლა ლიგის საგზური “უესკამ” მოიპოვა. არაგონული კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონას” არასდროს შეხვედრია, ასე რომ, მათ წინააღმდეგ თამაში ახალი გამოცდილება იქნება.
აქამდე, “ბარსა” და “უესკა” ერთმანეთს მხოლოდ კოპა დელ რეის 1/16 ფინალში შეხვდნენ. ეს 2014 წელს მოხდა. კატალონიელებმა მეტოქე ძალიან ადვილად დაამარცხეს. მათ სტუმრად 4-0 მოიგეს, “კამპ ნოუზე” კი 8-1.
აღსანიშნავია, რომ “უესკას” მთავარი მწვრთნელი, რუბი, რამდენიმე წლის წინ “ბარსელონაში” მუშაობდა – ტიტო ვილანოვას და ტატა მარტინოს მწვრთნელობის პერიოდში.


უეჭველი ორივე თამაშში დიდი ანგარიშით მოვუგებთ
მესის არ აქ ხომ ამ გუნდის კარში გატანილი?
ეხლა 9-1 გვინდა სტუმრად 5-0
გიორგი პაპუნაშვილს 3 გოლი გაუტანი ერთ თამაშში წინა ტურში