გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ჟოელ ლოპესის გადაბირებას ცდილობს. სავარაუდოდ, შეთავაზების მიღმა რაულ სანლეჰი დგას, რომელიც “მეთოფეთა” შტაბს კატალონიური გუნდიდან წლის დასაწყისში შეუერთდა.
ლოპესი 16 წლამდელთა გუნდში, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. Goal-ის ცნობით, მისი შეძენა “ლივერპულსაც” სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა ლონდონური კლუბი აირჩია, რაშიც ის სწორედ სანლეჰიმ დაარწმუნა და “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.
ლა მასიადან ტალანტები არ უნდა მიდიოდნენ
ტიპი ქარივით სწრაფია ვინც უყურებთ მის თამაშებს გაოცებული დარჩებით .
ძან ცუდი