რამდენიმე წუთის წინ, ერნესტო ვალვერდემ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებსაც ხვალ “რეალ სოსიედადთან” მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. განაცხადში ვერ მოხვდა დისკვალიფიცირებული სერჟი რობერტო და პაულინიო, რომელიც მალე ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდება და ლა ლიგის ბოლო ტურში ისვენებს.
სრული განაცხადი: ტერ შტეგენი, სილესენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, ინიესტა, სუარესი, მესი, დემბელე, კოუტინიო, ალკასერი, ალბა, დინი, გომეში, ვიდალი, უმტიტი და მინა.
განაცხადის დასახელებამდე სავარჯიშო სესია ჩატარდა, რომელშიც გუნდის კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა.



