მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ვითამაშო

ინიესტა: ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ვითამაშო

“ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი კარგად არ აქვს, მაგრამ მაინც სურს, ითამაშოს. 

“კოპა დელ რეის ფინალის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ყველა დარჩენილ თამაშში მივიღო მონაწილეობა. 

“კლასიკოში” თამაშით სიამოვნება მივიღე. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, მაგრამ ეს ყოველთვის ასეა. შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდა. 

შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაშის ნახევრის განმავლობაში მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით და წაგება თავიდან ავიცილეთ. ახლა ლა ლიგის სეზონის დაუმარცხებლად დასრულების უფრო დიდი შანსი გვაქვს”. – ამბობს ინიესტა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • givi pavlovichi
    schedule 07 მაი 2018, 18:19

    ეეხ…ინი,ინი ბოლო სამი წელიწადი ძალიან სუსტად თამაშობ. 2016 უნდა წასულიყავი. ჯანმრთელობა და წარმატებები!!!

  • vegassi54
    schedule 07 მაი 2018, 16:47

    მე ინის დებიუტიც კი მახსოვს,მან მთელი ეპოქა შექმნა ბარსაში,ნელ ნელა მიდიან ლეგენდები რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთი გაალამაზეს,გულდასაწყვეტია მაგრამ ასეთია ცხოვრება წარმატებები უსურვოთ ესღა დაგვრჩენია.

  • messi and iniesta
    schedule 07 მაი 2018, 16:22

    ძან ცუდია რომ ანდრესი მიდის მისი თამაშებით ყოველთვის დიდ მნიშვნელობაი ვიღებ