“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “რეალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“მართალია, უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ “კლასიკო” ყოველთვის “კლასიკოა”. ეს შეხვედრა გულშემატკივრებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ. რა თქმა უნდა, “რეალიც” ამას გააკეთებს. ისინი ეცდებიან, ჩვენი წაუგებელი სერია შეწყვიტონ. ასე რომ, კარგი თამაში გამოვა.
წაუგებელი სერიის ბოლომდე გაგრძელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რთული ოპონენტების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მაგრამ ვეცდებით, მიზანს მივაღწიოთ.
ქვეყნის ჩემპიონატის შედეგი ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ თამაშობდა გუნდი მთელი წლის განმავლობაში. ჩემპიონთა ლიგა კი ცოტათი განსხვავებული ტურნირია. ხვალ იმ გუნდს ვუპირისპირდებით, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ ითამაშოს ამ ტურნირზე. ლიგაში გამარჯვების მაქსიმუმ 3 ან 4 კანდიდატია, ჩემპიონთა ლიგაზე კი უფრო მეტი. თანაც, იქ ერთი შეცდომა ძვირად გიჯდება, ისე, როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ტურნირის მოგება ძალიან რთულია.
არ ვიცი, იქნება თუ არა ინიესტასთვის “ბარსელონასთან” ერთად უკანასკნელი მატჩი. ჯერ კიდევ 3 შეხვედრა დაგვრჩა და სავარაუდოდ, ანდრესი მათშიც მიიღებს მონაწილეობას. ის ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა უკვე დააფასეს, იმის გამო რაც მას “ბარსასთვის” და ესპანური ფეხბურთისთვის აქვს გაკეთებული”.




ფაიზაღს ბაზრობ ძმა
მაგარი მწვრთნელია შესაძლოა შემტევი არაა მაგრამ შედეგზეა ორიენტირებული
წადი ვალიკო,წადიიი!მურილიო-ბოატენგი დაამწნილე?! მალკომს რატომ ჰკლავ,რატომ?! სემედუ-მალკომის დუეტი, თავისი აქტიურობით-შეტევით, ჩაკეტავს ფლანგს-ვინუს ! რობერტო დასვი სკამზე ან ჩაამწნილე ეგეც!
Rac ar unda vtqvat valverdem gunds dacva aswavla rac hirdeboda barsas axla gvardiola unda movides da mere naxe tripel tuar davdebt