workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს პრესკონფერენცია

პიკეს პრესკონფერენცია

დღეს “ბარსელონამ” ვარჯიშები განაახლა “ვალენსიასთან” გამარჯვების შემდეგ. ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გაესაუბრა ხერარდ პიკე.

“ვალენსიასთან” გამარჯვება ჩვენი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი იყო, ეს ჩვენთვის პირველ რიგში დამატებითი სამი ქულაა და შემდეგ დამატებითი მოტივაცია და საკუთარ ძალებში დარწმუნება. წინ “ჩემპიონთა ლიგის” მატჩის გველის, ამიტომაც კარგ ფორმაში ყოფნა გვმართებს.

“ჩემპიონთა ლიგამდე” უნდა მოვემზადოთ “სარაგოსასთან” მატჩისათვის. ეს მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვმართებს, რომ წარვსდგეთ ისე, როგორც შეგვეფერება და მათ სურთ”.

“გვარდიოლას ყოფნა ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვესმის, რომ ამჟამად მას ჩვენთან არ შეუძლია ყოფნა, რადგანაც ზურგის ტკივილები აწუხებს. იმედია, პეპი მალე გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება სერხიო ბუსკეტს, სერხიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაში, ასევე რა თქმა უნდა ჩამშლელი ნახევარმცველად. გუნდისათვის იგი ყოველთვის წარმატების მომტანია. ძალიან კარგია, როგორც ბურთის ართმევაში, ისე შეტევების ორგანიზებაშიც”.

“კარლეს პუიოლი ვარჯიშს დაუბრუნდა, იგი სრულფასოვნად ვარჯიშობს. დიდად სავარაუდოა, მან “არსენალის” წინააღმდეგ ითამაშოს. იმის იმედი მაქვს , რომ კაპიტანი “არსენალის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, იგი გუნდისათვის შეუცვლელი ფიგურაა”.

ინტერვიუს დასარულს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას პირად ცხოვრებაზე, მის და შაკირას ურთიერთობაზე, ეს თემა ბოლო დროს ძალიან წამოიჭრა და ხმაურიანი გახდა: “ჩვენ მხოლოდ სპორტული ცხოვრებით არ ვცხოვრობთ, ჩვენ პირადი ცხოვრებაც გვაქვს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში