არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი, სესარ ლუის მენოტი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე, ლიონელ მესი უკვე არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.
“დი სტეფანოს მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, იგივეს თქმა შეიძლება ომარ სივორიზეც. ვიმედოვნებ, მესი მსოფლიო ჩემპიონობას შეძლებს, მაგრამ მისი ისტორია უკვე დაწერილია გოლებითა და 20 ტიტულით. არ ვფიქრობ, რომ მას მუნდიალის მოგება სჭირდება, რათა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის უკვე არის ერთ-ერთი მათგანი.” – ციტირებს მენოტის Marca.
წელს არგენტინა მოიგებს მსოფლიოს
ასიანს ბაზრობს მაგრამ მუნრდიალის თასი დამსვენებდა
როგორ არ სჭირდება? :დ
წელსაც წააგებს რათქმაუნდა არგენტინა (მაქსიმუმი 1/4 ფინალი ან ისიც არა) და რელი ლიგას მოიგებს-რონალდო ბურთს მიიღებს და ისტორიის კი არა მგონი ასე თუ გაგრძელდა რონალდოს უფრო სამაგალითო ადგილი ექნება მსოფლიო ისტორიაში.