workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უკვდავყოფილი სახელი

უკვდავყოფილი სახელი

ყველა სულიერსა, თუ უსულო არსებას, გულის სიღრმეში მაინც, სურს საკუთარი სახელის სამუდამოდ დამკვიდრება დედამიწასა, თუ სხვა პლანეტაზე. ყველა სულიერსა, თუ უსულო არსებას სურს, რომ წამების, წუთების, საათების, დღეების, თვეების, წლებისა, თუ საუკუნეების შემდეგ მათი სახელი ისევ “ცოცხალი” იყოს და ისევ ახსენებდეს რიგითი დედამიწელი. ამისათვის კი რაღას აღარ აკეთებენ ჩვენი თანადედამიწელი სულიერი, თუ უსულო არსებები…

 

ყველა ცდილობს საკუთარი სახელი მომავალ თაობას იმის საშუალებით შემოუნახოს, რა საქმესაც იგი საკუთარი ცხოვრების მანძილზე აკეთებს. გამონაკლისები არც ფეხბურთელებია არიან, მაშასადამე განომაკლისი არც სორიანოა. ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონა ბ”–ს ლიდერად ითვლება. ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო და “სეგუნდა დივიზიონში” უკვე 17 გოლი გაიტანა. მისი ბოლო მსხვერპლი “კორდობა” გახდა, რომელსაც ერგო პატივი და სორიანოსგან 2 გოლიც მიიღო.

 

1987/88 წლებში, როდესაც “ბარსა ბ” “სეგუნდა დივიზიონ ა”–ში გამოდიოდა, გუნდის მთავარი გოლეადორი მარტინ დომინგესი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც სეზონის ბოლო 15 გოლი იყო. სორიანომ კი მოახერხა და საკუთარი სახელი “ბარსას” ისტორიაში იმით ჩაწერა, რომ მან დომინგესს გაასწრო და გუნდის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარიდიც გახდა.

 

“კორდობასთან” ანგარიშით, 4–1 გამარჯვების შემდეგ, სორიანომ განაცხადა რომ იგი ძალიან მოხარული გახლდათ იმ ფაქტით, რომ მან “ბარსა ბ”–ს ისტორიაში საკუთარი სახელი უკვდავყო: “მე ძალიან მოხარული ვარ, რომ “ბარსა ბ”–ს ისტორიაში ჩემ მიერ გატანილი გოლების წყალობით ჩავეწერე. ამჟამად მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მე ჩემს გუნდს ჩემივე გოლებით ვეხმარები.”

 

26 წლის თავდამსხმელმა მოახერხა და მის მიერ ჩატარებულ ბოლო 2 შეხვედრაში გუნდს 5 გოლით დაეხმარა. ამით იგი “სეგუნდას” ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს, კინისთან ერთად ინაწილებს. ამ ორ ფეხბურთელს კი 2 გოლით, “გრანადას” გოლეადორი, ალექს გეიხო უსწრებთ. როგორც სორიანომ განაცხადა, იგი ახლა კარგ ფიზიკურ კონდინციებში იმყოფება. ასე, რომ “ტენერიფევ”, “გიმნასტიკო”, “უესკავ”, “ალკორკონო”, “ვილიარეალ ბ–ვ” და კიდევ მრავალო სხვა “სეგუნდა დივიზიონის” ბინადარნო, უფრთხილდით სორიანოს. ფეხბურთელს, რომელმაც “ბარსა ბ”–ს ისტორიაში საკუთარი სახელი უკვე დიდი ასოებით და გამოკვეთილად ჩაწერა…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში