ცოტა ხნის წინ, “ბარსელონამ” ლა კორუნიის “დეპორტივო” დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა. შესაბამისად, კლუბმა დუბლი შეასრულა და სეზონი მაინც წარმატებულად ჩაითვლება. ანგარიში ფილიპე კოუტინიომ მე-6 წუთზე, შორეული დარტყმით გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს ლეო მესიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, ორ წუთში კი ლუკას პერესმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ემრე ჩოლაქმა ანგარიში გაათანაბრა, 82-ე და 85-ე წუთებზე კი მესიმ კიდევ ორი გოლი გაიტანა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლა ლიგაში “ბარსას” კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი: “რეალთან” და “ვილიარეალთან” “კამპ ნოუზე”, “ლევანტესთან” და “სოსიედადთან” კი სტუმრად. ერნესტო ვალვერდეს გუნდის მიზანი წაუგებელი სერიის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებაა.



