workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა პელე და მესი შეადარეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა პელე და მესი შეადარეს

ჟურნალისტების თხოვნით, ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა პელე და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარეს.

“ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ, ჟულიანო ბელეტიმ, რომელმაც მესის შესაძლებლობების შესახებ კარგად იცის, შემდეგი კომენტარი გააკეთა: “არაერთხელ მითქვამს, რომ ლეო თაობის საუკეთესო ფეხბურთელია. პელეს თამაში არ მინახავს. მათი შედარება შეუძლებელია.”

1958-1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილემ, პეპემ, რომელსაც 83 წელი შეუსრულდა, შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: “პელე საოცრებებს სჩადიოდა. მესიც მრავალფუნქციურია, მაგრამ ბრაზილიელი უფრო მაღალი, ძლიერი, უკეთესი თავური დარტყმის მქონე და ენერგიული იყო.

ლეო დაბალია, მაგრამ ამან მას დიდ ფეხბურთელობაში ხელი ვერ შეუშალა, ისევე, როგორც მარადონას. ასეთი შედარებები ყოველთვის იარსებებს. პირადად მე მივიჩნევ, რომ პელე უცხოპლანეტელია. მისი მსგავსი მანევრები არავის ჰქონია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ძველი ბარსელონელი
    schedule 28 აპრ 2018, 13:55
    #3

    მართლა რატო ადარებენ ვერვხდები. სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა განვიტარების სტატიაზე მყოფი ფეხბურთის მოტამაშეებს. პელე იმ ეპოქის გენია იყო უდავოა, მაგრამ ამ ეპოქაში იქნებოდა კი ის ვინც იყო ეგ საკიტხავია, დიადი ფეხბურთელი რომიქნებოდა კი მაგრამ ისეთი რაც იყო? მაში ტოტალური ფეხბუთი, დაცვის ასეთი ძლიერი ფიზიკურ ტაქტიკური მომზადება და თამაში უკვე აჩენს კითხვებს. აი მესი სადაც ამათ ახვევდა ტავბრუს ისევე დაახვევდა იმათ უარესად თუარა. ამიტომ ნუ ადარებენ მესის პელეს რონალდინიოს რონალდოს და სხვადასხვა დორის იგროკებს ერთმანეთს, ყველას თავისებურად უდნა ეცეს პატივი და ყველა მისი დროის უდიდესია, თორე ჩემთვის მესი ინიესტა რონალდიონიოზე მაგარ ფეხბურთს ვერავინ თამაშობდა და კიჭარონალდოს დავუყენებდი გვერდით მარა მესი რო უდიდესია უდავოა, უბრალოდ ყველა იმიტო იყო მაგარი რო იქ იმ მომენტში იყვნენ მაგრები და პატივი უნდა ეცეს ამას.

  • messi and iniesta
    schedule 28 აპრ 2018, 12:34
    #2

    ერთი დონის არიან ჩემი აზრით

  • gugagiorgadze
    schedule 28 აპრ 2018, 12:33
    #1

    პელეს მესის რანაირდად ადარებთ ბლიადდ ეგრე სინ გარნიერი დედასუტ**** ბურთს ქუჩში ტურისტებს რო დაიჭერს და ეგ ტურისტები კიდე უფრო კარგად თამაშობენ ვიდრე მაშინდელი მცველები