“ბარსელონა ბ”-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანსისკო პიმიენტამ პრესასთან ისაუბრა.
“ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სეზონის დასრულებამდე ექვსი მატჩია დარჩენილი და ვეცდებით, სეგუნდა დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ, თანაც ამ შემადგენლობით საქმე გაგვიადვილდება. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ისაა, რომ ფეხბურთელები ძირითად გუნდში თამაშისთვის მოვამზადო.
“ბარსა ბ” საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, ამიტომ ფეხბურთელებს ახალგაზრდული გუნდიდანაც დავაწინაურებ. მოთამაშეები მზად არიან და იმედი მაქვს, შედეგს მივაღწევთ”. – განაცხადა პიმიენტამ.




ფეხბურთი ამოუცნობი სპორტია პროგნოზს 100%ვერასოდერ ვერაფერზე გააკეთებ…და რადგანაც სიახლის მოყვარული და ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანი საერთოდ არ ვიტყოდი მის პირველ გუნდში ხილვას იმის შემდეგ რაც ბარსა ბ-ს გაწვრთნიდა…
აპა შენ იცი წარმატებას გისურვებ
Magari kacia kargi xedvebit ase rom didi imedi maq
არა
ისე ბარსა ბ-ს შეუძლია ლა ლიგაში გადმოსვლა?