21 აპრილს, “ბარსელონა” მადრიდში “სევილიას” დაუპირისპირდება და ეცდება, სეზონის პირველი ტიტული მოიპოვოს.
ეს ორი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე ხშირად თამაშობს და აღსანიშნავია, რომ მათი შეხვედრა ფინალი საკმაოდ ხშირადაა. კატალონიელები და ანდალუსიელები 21-ე საუკუნეში ერთმანეთს ფინალში უკვე 5-ჯერ შეხვდნენ, მე-6 დაპირისპირება კი ორ დღეში გაიმართება.
2006 წელს “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და UEFA-ს სუპერ თასზე მონაკოში, ლუი II-ის სტადიონზე “სევილიას” წინააღმდეგ ითამაშა. ფრენკ რაიკაარდის გუნდი მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=tfwGdt4LcbE]
გვარდიოლას ერაში ანდალუსიურ კლუბთან მხოლოდ ერთი, მაგრამ ორმატჩიანი ფინალი იყო – ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით. 2010 წელს, პირველი შეხვედრა “ბარსამ” 1-3 წააგო, მაგრამ განმეორებით მატჩში რევანშის აღება მოახერხა და 4-0 იმარჯვა.
ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და კლუბები ერთმანეთს კვლავ ევროპის სუპერ თასზე, თბილისში გადაეყარნენ. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრის ძირითადი დრო 4-4 დასრულდა, მაგრამ დამატებითი დროის მიწურულს პედრო როდრიგესის გოლმა “ბარსელონას” გამარჯვება მოუტანა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=ulKJYg3anTc]
2016 წელს “ბარსა”-“სევილიას” ფინალი კოპა დელ რეის ეგიდითაც გაიმართა. გამარჯვებულის გამოსავლენად ამჯერადაც დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც კატალონიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=i1NsrWKENXA]
XXI საუკუნეში “ბლაუგრანამ” სულ 30 ფინალი ითამაშა. “სევილიასთან” ერთად, კლუბის მეტოქე ყველაზე მეტჯერ მადრიდის “რეალი” და ბილბაოს “ატლეტიკი” იყო, ზეგ გასამართი კოპა დელ რეის დასკვნითი მატჩი კი ანდალუსიურ კლუბს ამ მხრივ უკონკურენტოს გახდის.




ვალვერდეს თამადობით ხვალ ბარსა კოპას მოიგებს
ატლეტიკოს ანოეტაზე სასტიკად გაუსწორდნენ :))
ამ თასს კი მოვიგებთ, მარა ვალიდოლმა უნდა გააჯვას
თბილიშსი ჩატარებული მატჩი საუკეთესო იყო
გილოცავ
1000 ❤️