“ბარსელონას” ერთ-ერთ სამიზნე ადრიენ რაბიო აცხადებს, რომ შესაძლოა, მომდევნო სეზონში, მან ამჟამინდელ გუნდში, “პარი სენ-ჟერმენში” აღარ ითამაშოს.
“სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? არ ვიცი, ვნახოთ.” – აცხადებს რაბიო.
22 წლის ნახევარმცველს პსჟ-სთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ, პარიზელებს მოუწევთ, რაბიო მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდონ, თორემ ერთი წლის შემდეგ ისინი ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავენ.
იმედია ბარსაში არა
გომეში გავუშვათ და ეგ მოვიყვანოთ
არ მახსოვდა თუ ეწურებოდა კონტრაქტი. ძაან კაი შანსი გვქონია, ვერ დაადებს პსჟ ძაან დიდ ფასს და უნდა გამოვიყენოთ მომენტი. მაგარი ბიჭია, 22 წლისაა და ბარსაში მოუმატებს დარწმუნებული ვარ. თან ჰაერივით გვჭირდება ნახევარდაცვის გაახალგაზრდავება.
გადმო კაცო რაგინდა მაგ საღორეთში;დ
ეს დაგვჭირდება მომავალში
მე მომწონს ეს ფეხბურთელი მაგრამ დიდად არ მინდა ბარსაში მირჩევნია ერიკსენისს ალის ან პოგბას ალტერნატივა განვიხილოთ და ერთ-ერთი ვიყიდოთ