ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” მოულოდნელი “ქამბექი” შემოგვთავაზა და “რამონ სანჩეს პისხუანიდან” ქულა წამოიღო.
ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი 88-ე წუთზე 2-ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა ლუის სუარესისა და ლიონელ მესის მიერ გატანილი გოლების წყალობით “ბლაუგრანამ” წონასწორობის აღდგენა და დაუმარცხებელი სერიის გაგრძელება მოახერხა. მარტის თვის ბოლოს კატალონიურმა გუნდმა მაყურებელს შესანიშნავი შოუ აჩუქა.
ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა მარტის თვეში, მცირე შესვენებებით ზედიზედ 6 შეხვედრა გამართა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ბარსელონამ” “ჩელსი” 3:0 დაამარცხა, შიდა ჩემპიონატში კი უახლოეს მდევართან კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.
მიყოლებით გამართული 6 დაპირისპირების შემდეგ დაიწყო სანაკრებო პაუზა, სადაც “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ეროვნულ გუნდთა ღირსება დაიცვეს. შესვენების შემდეგ კატალონიელებს ლა ლიგაში ყველაზე რთული გასვლითი დაპირისპირების ჩატარება მოუწიათ, რომლის შედეგი თქვენთვის უკვე ცნობილია.
ერნესტო ვალვერდემ დაუმარცხებლის სტატუსი მარტშიც შეინარჩუნა. გასულ თვეში გუნდმა 5 შეხვედრა მოიგო და ორჯერ ითამაშა ფრედ. “ბარსამ” 11 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.
წინ სეზონის უმძიმესი ეტაპი მოდის, სადაც გუნდს თავისი სრული პოტენციალის ჩვენება მოუწევს. აპრილში “ბარსელონა” 8 შეხვედრას გამართავს:

აპრილის თვე გადაწყვეტს ითამაშებს თუ არა “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ვინ გახდება სამეფო თასის გამარჯვებული და რა ბედი ეწევა ლა ლიგის ტიტულს (ბუნებრივია, დაუმარცხებელ სერიასაც).




ყველაფერი კარგად მიდის ლალიგა წაუგებლად იქნება ეს დიდი მიღწევაა ბარსელონა და ყველაფერია მათგან მოსალოდნელი.. ვალოდიამ ფეხბურთელები უნდა დაასვენოს <3 პიკე უმტიტი ძაან გადაღლილები”იყვნენ სევილიასთან..
ყველაზე რთული თამაში ლა ლიგაში რეალამდე სელტა დაგრჩა. სადაც წაგება შეიძლება. სელტა ბარსასთან ყოველთვის თავს იგიჟებს და ვიგოში მაგათი დაგდება წარმოუდგენლად რთულია. არც ვალენსია ვილიარეალი იქნება ადვილი მარა კამპ ნოუზეა თამაში. მაინც მეეჭვება სეზონის წაუგებლად დამთავრება, რეალიც მაგარ ხოდზეა და ბარსასთან მაქსიმუმს დადებს რო შეაჩერონ ჩვენი სტატისტიკა. სევილიამ დაამტკიცა რო ძალაა და თავის ფინალი ურთულესი იქნება. თან წინა წლებში სევილია იმენა სახლის გუნდი იყო, წელს ეგრე არაა, აგერ ოლდ ტრაფორდზე დააჩოქეს მანჩე. + მაგას ყოველ წელს 4 ულისთვის ბრძოლა უწევდათ, წელს ლა ლიგა დაიკიდეს, შანსი 0 ია 4 ულში შესვლის შესაბამისად ლიგაზე და თასზე მთელ ძალებს ჩადებენ. ბარსას კიდე 3 სხვადასხვა ტურნირზე მოუწევს ძალების გადანაწილება
8 თამაში ბევრია. მაგრამ იმედია ბიჭები გაუმკლავდებიან. გუშინდელი ფრე მაგრად გაუსწორდათ. ფსიქოლოგიურად. ვისკა ბარსა
ამაზე ძლიერი სასტავი ყავდა გვარდიოლას და ლუის ენრიკეს მარა რა შედეგიც ახლა აქვს ბარსას სექტემბრიდან დღემდე 7 თვე 1 წაგება არის რაღაც სასწაული იმედია ოქროს ლალიგას დადებენ და არამგონია ეგ გაუჭირდეთ თუ მოიდნომეს და უკვე განაღდებულ ლალიგაზე არ ჩაიქნევენ ხელს, რაც არამგონია აქამდე მოვიდნენ და რაღა ეხლა მოდუნდნენ. მე მჯერა, რომ ბარსას ისტორიაში საუკეთესო სეზონი იქნება რაც მოიცავს ტრიპლეტს და რაც მთავარია წაუგებელ ლალიგას.
გუშინ გამოჩნდა თუ რა ძალაა ბუსკეტცი ცენტრში…მის არ ყოფნის დროს ცენტრი მოშლილია.ინიესტა ვეღარ ქაჩავს და მიდის ბურთის უაზრო დაკარგვები და ცენტრის დათმობა.რომასთან ბუსკეცი იქნება.ასეთი სასტავი მინდა…..შტეგენი,რობერტო,პიკე,უმტიტი,ალბა,ბუსკეტსი,რაკიტიჩი,ინიესტა,სუარესი,მესი,დემბელე….შევჭამთ სპაგეტი ჭამია იტალიელებს.:დდდ
ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ და ტრიპლეტი შევასრულოთ
Aprilis tveshi tavi unda gavigijot
კარგია იმედია ყველაფერი კარგად განვითარდება
Valverdem ki ara mesim gadalaxa valverdes xom ar utqvia mogcems karg pass koutinio da daartyio da gaitano mesis ejera tavisi tavis da imitom daartya da gaitana es barieri valverdem ki ara mesim gadalaxa…
ესეთი სასტავი რაც დღეს ყავს ბარსას დარსაძეც რო დააყენო მწვრთნელად,ვალიკოზე ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს, მაგი სტატისტიკა აგიჟებს ალბათ ვალიკოს და მართლა გონია მაგარი მწვრთნელია