მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეზონის დასკვნითი ნაწილი იწყება

სეზონის დასკვნითი ნაწილი იწყება

სანაკრებო პაუზა დასრულდა და მალე “ბარსელონას” ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ, კლუბში დაბრუნდებიან. ამის შემდეგ სეზონის გადამწყვეტი ნაწილი იწყება. “ბარსას” ლა ლიგაში, რომელშიც ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ “ატლეტიკოსთან” 11 ქულა აშორებს, 9 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. ასევე, კოპა დელ რეის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩები.

პირველ თამაშს გუნდი 31 მარტს “სევილიას” წინააღმდეგ, “რამონ სანჩეს პისხუანზე” გამართავს. შემდეგ იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩები “რომასთან”, ამ ორ დაპირისპირებას შორის კი თამაში “ლეგანესთან”, “კამპ ნოუზე”. აპრილში პრიმერა დივიზიონის ეგიდით გუნდს კიდევ ოთხი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი: “ვალენსიასთან”, “სელტასთან”, “ვილიარეალთან” და “დეპორტივოსთან”. სწორედ ამ თვეში შეეძლება ერნესტო ვალვერდეს სეზონში პირველი ტიტულის მოგება – 21 აპრილს, “ბარსა” “სევილიას” წინააღმდეგ მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ითამაშებს. 

მაისში კატალონიელებს 3 მატჩი ელით, მათ შორის “ელ კლასიკო”, საშინაო მოედანზე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, წესით, “ბარსელონას” ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონობა განაღდებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ “რეალის” წინააღმდეგ თამაშს ნებისმიერ სიტუაციაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და უმნიშვნელო არასოდესაა. შემდეგ იქნება დაპირისპირება “ლევანტესთან”, 2017/18 წლის ლა ლიგას კი კლუბი “კამპ ნოუზე”, “რეალ სოსიედადთან” თამაშით დახურავს.

რაც შეეხება დანარჩენ კლუბებს, რომელთაც ჩემპიონობის შანსი თეორიულად მაინც აქვთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრა მადრიდული დერბი იქნება: “ატლეტიკო” “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 8 აპრილს ესტუმრება და თუ ქულებს დაკარგავს, რისი დიდი შანსიც არსებობს, ჩემპიონის ვინაობა პრაქტიკულად გაირკვევა. 

ამ შეხვედრებს კიდევ რამდენიმე (მაქსიმუმ 3) დაემატება, თუ “ბარსა” “რომას” ბარიერს გადალახავს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მატჩები აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში გაიმართება, ფინალი კი 26 მაისს, კიევში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • ალეx
    schedule 29 მარ 2018, 10:08

    Am saitze komentarebshi upro met aiaxles gaigeb vidre statiebit
    Ra pontia yvelgan ro gaichiteba siaxle aq meore dges devs

  • Nsemedo2
    schedule 29 მარ 2018, 09:46

    ციტატა: me da barca
    26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და იმედია კიევიდან ბარსა მოგვილოცავს.

    ბარსას დევიზია: "ეშმაკსაც ვუგულშემატკივრებ, ოღონდ არა რეალს".


    იმედია

    მარტო მე ვარ ისეთი ვისაც ჩ.ლოგის მოგება ეეჭვება?

    ლა ლიგაში ბალიდოსზე გვიგებს სელტა და იქნებ ამ წელს მოვუგოთ

  • dshvelidze
    schedule 29 მარ 2018, 01:25

    ციტატა: Cule Is Always Elegant
    რეალს რატო უნდა ვუგულშემატკივროთ ვერ ვხვდები. დაუხოციათ ერთმანეთი. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა ჩვენ მაინც ჩემპიონები გავხდებით გინდ რეალმა მოიგოს გინდს ატლეტიკომ


    არაა საჭირო ბალეშიკობა. ისედაც გაასხავს ატლეტიკო

  • messi and iniesta
    schedule 28 მარ 2018, 23:27

    ჩემპიონები ვართ არა მგონია ატლემ ყველა მატჩი მოიგოს

  • Cule Is Always Elegant
    schedule 28 მარ 2018, 23:25

    რეალს რატო უნდა ვუგულშემატკივროთ ვერ ვხვდები. დაუხოციათ ერთმანეთი. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა ჩვენ მაინც ჩემპიონები გავხდებით გინდ რეალმა მოიგოს გინდს ატლეტიკომ

  • Zura88
    schedule 28 მარ 2018, 22:42

    კულეებოო.8 – ში ყველა ერთად ვბალეშიკობთ რეალს… laughing laughing

  • Leo mesii
    schedule 28 მარ 2018, 21:53

    აუუუ იტოკში წელს უკვე მეორედ უნდა ვუგულშემატკივრო რეალს? laughing აბა დერბიში უეჭველი რეალის მოგება გვაწყობს laughing ეჰ რა დრო მოვიდა laughing