“ბარსელონას” 18 წლის ვინგერი, ბალუ ტაბლა მნიშნვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა. მან უნდა აირჩიოს, თუ რომელ ნაკრებში ითამაშებს პროფესიონალურ დონეზე. ტაბლა კოტ-დივუარშია დაბადებული, მაგრამ კანადაში გაიზარდა. ტაბლას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ლეგენდარულ კოტ-დივუარელ ფეხბურთელთან, დიდიე დროგბასთან, მაგრამ ის აცხადებს, რომ დროგბა მის არჩევანში არ ერევა.
“ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები დიდიეს დიდ პატივს სცემენ, ის ქვეყნის პრეზიდენტივითაა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით. ის მეუბნება, რომ ამ საკითხზე ბევრი არ ვიფიქრო და კონცენტრაცია თამაშზე მოვახდინო. თვითონ დროგბაც 24 თუ 25 წლის იყო, როცა ნაკრებში თამაში დაიწყო, ასე რომ სიჩქარე არ ღირს და გადაწყვეტილებას ამ ასაკში მივიღებ. ეს მომენტი აუცილებლად დადგება, იქამდე კი საკლუბო დონეზე თამაშით მივიღებ სიამოვნებას”. – ციტირებს ტაბლას სიტყვებს ESPN.
ბალუ ტაბლას კანადის ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. მან ახალგაზრდულ გუნდებში 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ნუ კანადის ნაკრებს პერპესქტივები ნაღდად არ აქვს განსხვავებით კოტ დ'იუარისგან, მეორე ვარიანტი ჯობია თითქოს
სადაც არ უნდა წავიდეს იმედია სასტარტოოში იქნება