“მანჩესტერ სიტის” და არგენტინის ნაკრების მცველი, ნიკოლას ოტამენდი აცხადებს, რომ ამ შემადგენლობით მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლიონელ მესისთვისაა.
“არგენტინელები ჩვენი გუნდისგან ბევრს ელიან. ასეთი შემადგენლობით მსოფლიოს თასის მოგების კარგი შანსი გვაქვს და ყველანაირად ვეცდებით, ეს გავაკეთოთ, თითოეულ შეხვედრას ფინალივით ჩავატარებთ.
გაგვიმართლა, რომ ლეო მესი გვყავს. მუნდიალის მოგება ერთადერთია, რაც მას აკლია, თუმცა, ჩემი აზრით, ის ისედაც საუკეთესოა”. – ამბობს ოტამენდი ესპანეთთან მატჩის წინ.
ძან გამისწორდება არგენტინამ რომ მსოფლიო მოიგოს
ოთარა კაი მებძოლი და ჟილკიანი ვინმეა
როგორ მინდოდი ბარსაში შე ოხერო :დ