“ლაციოს” ცენტრალური მცველი, სტეფან დე ვრეი, შესაძლოა, ზაფხულში “ბარსელონაში” გადავიდეს.
როგორც Football Italia იტყობინება La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით, კატალონიურმა გრანდმა 26 წლის მოთამაშეს წინადადებით მიმართა.
ამ მომენტისთვის, ჰოლანდიელი მცველი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება, თავის მომავალზე ფიქრობს.
დე ვრეისთვის ასევე მილანის “ინტერიც” იბრძვის. მოთამაშის არჩევანი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, მოხვდებიან თუ არა მილანელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.




აუ არ გვინდა ამდენი მცველი
აშკარად არ გაქვს ამის თამაშები ნანახი. ტოპ მცველია თან უფასოდ
არა მგონია გამოგვადგეს არ არის ბარსას დონის