გუშინ “მალიორკას” კარში პირველი ბურთი სწორედ ლეო მესიმ გაიტანა, აღსანიშნავია, რომ ეს ბურთი კატალონიელთა მე–10 ნომრისათვის 26 –ე იყო “ლა ლიგაში”.
გუშინ მადრიდის “რეალმა” ვერ მოახერხა გამარჯვება “დეპორტივოსთან”, კრისტიანუ რონალდუმაც თავი ვერ იჩინა, ამიტომაც ლეო ახლა უკვე 2 ბურთით უსწრებს პორტუგალიელს. “რეალის” 7 – ანის ანგარიშზე კვლავ 24 ბურთია.
ლეოსთვის ეს გოლი ამ სეზონში 42 –ე იყო. მისი საუკეთესო მაჩვენებელი არის 47 გოლი, რომელიც მან წინა სეზონში გაიტანა, იმის გათვალისწინებით, რომ წინ არის “სამეფო თასის” ფინალი, ესპანეთის ჩემპიონატის კიდევ 13 ტური, “ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალური მატჩი და წარმატების შემთხვევაში კიდევ მინიმუმ 2 მატჩი, ძნელად სავარაუდოა, რომ მესიმ ვერ შეძლოს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება, მას მხოლოდ და მხოლოდ 6 გოლი სჭირდება და მატჩები კი საკმაოდ ბევრია დარჩენილი.
ესპანეთის სუპერ თასი – 3
ჩემპიონთა ლიგა – 6
ესპანეთის თასი – 7
ესპანეთის ჩემპიონატი – 26