“ბარსელონამ” გუშინ 3:0 დაამარცხა “მალიორკა” “მალიორკა დელ პრატზე”. მატჩის შემდეგ ამ შედეგით ხოსეპ გვარდიოლა გახარებული იყო და აღფრთოვანებული საკუთარი ფეხბურთელების თამაშით.
“პირველი ტაიმი უფრო დაძაბული იყო, ლეო მესის გოლმა გახსნა ჩვენი თამაში და უფრო და უფრო ორგანიზებული გახადა. მეორე ტაიმში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და შესაბამისად შედეგიც სახეზეა, მეორე გოლის შემდეგ უკვე ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო”.
გვარდიოლა აღნიშნავს, რომ ეს იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამი ქულა. “ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩები გველის, ეს მატჩიც ასეთი იყო, მაგრამ ფეხბურთელებმა ბოლო წუთებში, შეძლეს ძალების დაზოგვა. მატჩში ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ გვსურდა”.
“ტრავმები ყოველთვის განუყოფელი ნაწილია ფეხბურთის. ამ დროს ტრავმები და ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ერთმანეთს დაემთხვა, გამოდის, რომ ჩვენ 4 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ვთამაშობდით, მაგრამ თამაშზე ნამდვილად არ დაგვტყობია ეს. ჩვენ ჩვეულად ვითამაშეთ და ძალიან კარგი გამარჯვებაც მოვიპოვეთ”.
“რაც შეეხება სეიდუ კეიტას, იგი ყოველთვის ჩემი რჩეული ფეხბურთელი იყო და იქნება. გუშინ მან დაგვანახა, რომ მძიმე წუთებში შეუძლია გუნდს დაეხმაროს. მალელმა ფეხბურთელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა”.
“ბოლოს, რაც შეეხება მიქაელ ლაუდრუპს. იგი “დრიმ ტიმის” ერთ–ერთი განუყოფელი ნაწილი იყო, ამიტომაც მინდა, რომ მან ბევრი მიაღწიოს მწვრთნელის რანგში და მას წარმატება ვუსურვო”.