workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ბილბაო – პრევიუ

ბარსელონა-ბილბაო – პრევიუ

კვირას, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე “ბარსელონას” და ბილბაოს “ატლეტიკის” დაპირისპირება დაიწყება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.

სავარაუდო შემადგენლობები

დანაკლისი

ბარსელონა – ლუის სუარესი (დისკვალიფიკაცია), ნელსონ სემედუ, დენის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი;

ბილბაო – იკერ მუნიაინი, მიკელ რიკო (საეჭვო), იერაი ალვარესი (საეჭვო).

სიახლეები

– სუარესის დისკვალიფიკაციის გამო, ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი, სავარაუდოდ, პაკო ალკასერს მიეცემა;

– მთავარი საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი გუნდს აპრილამდე ვერ დაეხმარება და მის შემცვლელად პაულინიო ან ინიესტა მოიაზრება;

– “ბილბაოს” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, მიკელ ბალენსიაგა, მიუხედავად იმისა, რომ “მარსელთან” ვერ ითამაშა, ფაქტიურად გამოჯანმრთელებულია და მას ხვალ მოედანზე ვიხილავთ.

მდგომარეობა სატურნირო ცხრილში

29-ე ტურის წინ ლიდერ “ბარსელონას” 72 ქულა აქვს, “ატლეტიკოსთან” სხვაობა კი 8 ქულაა. “ბილბაო” ცხრილის მეორე ნახევარში იმყოფება, კერძოდ – 12-ე პოზიციაზე, 35 ქულით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • .Gladiator.
    schedule 18 მარ 2018, 11:08
    #3

    ინიესტამ და პიკემ დაისვენონ

  • messi and iniesta
    schedule 17 მარ 2018, 23:13
    #2

    ნახ დაცვაში ინიესტა რაკიტიჩი პაუულინიო ა კოუტინიო წინ მესი და დემბელე უნდა დავაყენოთ

  • grizmann
    schedule 17 მარ 2018, 21:52
    #1

    ეხლა რო წავაგოტ ვალოდიას პონტი იქნება laughing laughing