10 რამ, რაც შეიძლება “რომას” შესახებ არ იცოდეთ

10 რამ, რაც შეიძლება “რომას” შესახებ არ იცოდეთ

დღეს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე “რომა” იქნება. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელიც შეიძლება “რომას” შესახებ არ იცოდეთ.

მდგომარეობა სატურნირო ცხრილში

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. გუნდს 28 მატჩში 56 ქულა აქვს აღებული. ამ მატჩებიდან “რომამ” 17 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 6-ჯერ დამარცხდა. დედაქალაქელებს 47 გოლი აქვთ გატანილი და 28 გაშვებული.

ბომბარდირი

მიმდინარე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ედინ ჯეკოა. ბოსნიელმა იტალიის ჩემპიონატში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.

შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე

რომა C ჯუგფში მოხვდა, “ჩელისთან”, “ატლეტიკოსთან” და “ყარაბაღთან” ერთად და პირველი ადგილი დაიკავა, 1/8 ფინალში კი მათი მეტოქე დონეცკის “შახტარი” იყო. დაპირისპირება 2 მატჩის ჯამში 2-2 დასრულდა, მაგრამ იტალიელებმა შემდეგი ეტაპის საგზური სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს. საუკეთესო ბომბარდირი ამ ტურნირზეც ედინ ჯეკოა (4 გოლი), სულ კი გუნდს 11 გოლი აქვს გატანილი. 8 ჩატარებული შეხვედრიდან “ბარსას” მომავალ მეტოქეს 4 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება აქვს.

ძველი მეგობრები

კატალონიური გუნდის 2 ფეხბურთელი ადრე “რომას” ღირსებას იცავდა. ესენი არიან: ლუკა დინი (2015/16 წლების სეზონი) და ტომას ვერმალენი (2016/17).

ბოლო დაპირისპირებები

ურთიერთშეხვედრების ისტორია

აუღებელი “სტადიო ოლიმპიკო”

ამ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 4 თამაშში “რომას” ფეხბურთელებს საკუთარ მოედანზე ერთი გოლიც არ გაუშვიათ. გუნდმა “ჩელსი”, “ყარაბაღი” და “შახტარი” დაამარცხა (3-0; 1-0; 1-0), “ატლეტიკოსთან” კი ფრედ ითამაშა (0-0).

დისკვალიფიკაციასთან ახლოს

ორივე გუნდის რიგებში 3 ფეხბურთელია, რომელთაც თამაშის გამოტოვებას ერთი გაფრთხილება აშორებთ. “ბარსას” მხრიდან ეს სერჟი რობერტოა, “რომას” მხრიდან კი – მანოლასი და პეროტი.

პირველი სეზონი ლიგაზე

იტალიელთა დამრიგებელს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს, ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი აქვს. 2017 წლამდე ის სათავეში “სასუოლოს” ედგა, შესაბამისად, მიზეზიც გასაგებია.

რომი, კარგი მოგონებების ქალაქი

რომთან და “სტადიო ოლიმპიკოსთან” “ბარსას” ნამდვილად კარგი მოგონებები აკავშირებს. სწორედ აქ მოიგო კლუბმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2009 წელს. მაშინ კატალონიელებმა სამუელ ეტო’ოს და ლეო მესის გოლებით “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს.

ნაცნობი სახე

ის არც ფეხბურთელია, არც მწვრთნელი, მაგრამ მისი სახელი ესპანეთში და იტალიაში ძალიან ბევრმა იცის. ეს გახლავთ მონჩი, “რომას” სპორტული დირექტორი, რომელიც აქამდე “სევილიაშიც” მუშაობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენიshield ვეტერანი
    schedule 17 მარ 2018, 00:55
    #8

    არაა, ინიესტას წასვლა როგორ არ მინდა, გავაფრენ ახლა sob

  • Barca-Camp nou
    schedule 16 მარ 2018, 23:50
    #7

    შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ 10-დან ათივე ვიცოდი…

  • Gnidius
    schedule 16 მარ 2018, 23:43
    #6

    სუარეს როარააქ არ გიკვირთ

  • CULE COUTINHO
    schedule 16 მარ 2018, 23:29
    #5

    ai uechvelivici ro dadeben ligas imito ro xavizec esejyo zustad midioda da gaaciles ise rogorc, ekadreboda da inizec eseiqneba

  • messi and iniesta
    schedule 16 მარ 2018, 21:22
    #4

    ციტატა: ექსპერტი
    bowtie ინიესტას გამო ლიგა უნდა დაიდოს და კაპიტანი მესი გახდება, რადგან ანდრესი სამწუხაროდ მუდის persevere


    კარგი იქნება ინი სამივე თასს აწევს და საუკეთესო თერტმეტეულშიც შევა

  • grizmann
    schedule 16 მარ 2018, 20:24
    #3

    წელს თუ ტრიპლეტი დაიდო ინი უნდა წავიდეს მარა ჯერ მაინც მენანება disappointed_relieved disappointed_relieved

  • ექსპერტი
    schedule 16 მარ 2018, 20:04
    #2

    bowtie ინიესტას გამო ლიგა უნდა დაიდოს და კაპიტანი მესი გახდება, რადგან ანდრესი სამწუხაროდ მუდის persevere

  • Berlinetta♥
    schedule 16 მარ 2018, 19:40
    #1

    წელს შუაზე უნდა გაიხნენ და დადონ ლიგა .. სუარესს ნეტა არ სცხვენია რამდენი ხანია გოლი არ გაუტანია ლიგაზე . ერთ წელზე მეტია .. უნდა მოიხოდოს და ყაროს ბლომად ნახევარფინალშიც და მეოთხედშიც

    მომავალი წლიდან უკვე სერიოზული ძალა ვიქნებით კოუტინიო და დემბელე ბოლომდე შეწყობილ-გახსნილი + გრიზმანი … მგონია რომ ცენტრში კიდე მოიყვანენ ვინმეს , ანდრესიც თუ წავიდა ხომ საერთოდ …