“ბარსელონა”-“რომა” – ურთიერთშეხვედრების ისტორია

“ბარსელონა”-“რომა” – ურთიერთშეხვედრების ისტორია

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა”, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “რომას” დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების ურთერთშეხვედრების ისტორია.

“ბარსელონა” და “რომა” ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვედრიან. ორივე გუნდის აქტივში თითო მოგებაა, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 8:6 “ბარსელონას” სასარგებლოდ.

პირველი დაპირისპირება 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე შედგა. ბარსელონაში გუნდებმა 1:1 ითამაშეს. გოლები კრისტიან პანუჩიმ და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს. რომში გამართული განმეორებითი დაპირისპირება, ემერსონის, მონტელასა და ტომაზის გოლებით, მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

მეორედ გუნდები ერთმანეთს 2015 წელს, კვლავ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ. რომში, ლუის სუარესისა და ფლორენცის გოლებით, გუნდებმა ქულები გაიყვეს. “კამპ ნოუზე” გამართულ დაპირისპირებაში კი “ბარსამ” მეტოქე 6:1 გაანადგურა. მასპინძელთაგან თავი ორ-ორჯერ მესიმ და სურესმა, ხოლო თითოჯერ პიკემ და ადრიანომ გამოიჩინეს. სტუმართა რიგებიდან ერთი გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა.

ფლეი ოფის ეტაპზე გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • lashante1899
    schedule 17 მარ 2018, 00:17
    #13

    1/2 ში ვართ ფაქტიურად innocent

  • Cule Zaza
    schedule 16 მარ 2018, 22:06
    #12

    მე სახლში გავაკეთე ჩჰემი კენისყრა და 2 წყვილი გავარტყი 2 ვერა ბარსა ვს რომა დაჯდა და სევილია ბაიერნი

  • bacho-barca21
    schedule 16 მარ 2018, 19:55
    #11

    au kargia esec magram reali mindoda ufro

  • alen halilovic
    schedule 16 მარ 2018, 19:41
    #10

    ციტატა: Gnidius
    ფინალი იქნება ბარსა- სიტი 3-2


    პესს რო თამაშობდე ეგრე იქნებოდა, კი, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ დაგეგმილი ფინალი შეუძლებელია. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში

  • Gnidius
    schedule 16 მარ 2018, 19:32
    #9

    ფინალი იქნება ბარსა- სიტი 3-2

  • messi and iniesta
    schedule 16 მარ 2018, 19:29
    #8

    არადა რომა მაგრა ვაფასებ მაგრამ ბარსა კამპ ნოუზე კვლავ 4-1 მაინც მოიგებს

  • პავლე
    schedule 16 მარ 2018, 17:10
    #7

    რომას მოვუგებთ არაა ეს გუნდი ახლა რაიმე შანსი ქონდეს ბარსასთან. ნახევარფინალში კი რეალთან შეხვედრას ვისურვებდი, გასვლით ბარსა გავა, მაგრამ ორ კლასიკოს ვნახავდით და დიდ ფეხბურთსაც ვნახავდით.

  • zaza.fc.barca
    schedule 16 მარ 2018, 16:44
    #6

    ციტატა: Messiah

    ციტატა: Arthur Melo

    ციტატა: Messiah
    ფინალში ვერ მოვუგებთ


    რატომ ვერ მოვუგებთ? ხანდახან მაგარ რამეებს იტყვი ხოლმე ბრატ რა, საწყენად არ მიიღო ოღონდ. უბრალოდ რატომ ვერ უნდა მოვუგოთ ცერ ვხვდები.

    სიმართლე გითხრა არც 1/2 ფინალში მინდა ბაიერნი 🙂 ჰაიკენსი ძაან დონე მწრთვნელია … ყველაზე დონე მწრთვნელია ამ რვა გუნდში.. გუარდიოლა უკეთესია ჩემი აზრით მაგრამ სიტი მაინც გამოუცდელია და არ აქვთ ფეხბურთელებს ისეთი გამოცდილება როგორიც ბაიერნს /…

    პლუს ვალვერდე ვერ გაუქაჩავს ჰაიკენს … ყველაზე მეტად რეალი მინდა რო შეგხვდეს 1/2 ფინალში … და იმედია გაცდება იუვეს და რეალი შეგხვდება …

    დალშე იუვე ჩელსიზე დიდი ავტობუსა გუნდია და ეგეთებთან სულ გვიჭირს
    სიტი ზედმეტად სწრაფი და დალაგებული გუნდია ბარსამ რო გაუქაჩოს 2 მატჩიანში ..
    რეალი კიდე ჩვენი ბულკია : დვიცნობთ და არ გაგვიჭირდება არც ტაქტიკის გამოცნობა და რო რამე იყოს არც თამაშის დროს ტაქტიკების გადაწყობა


    ჩემი ძმა ჩვენ არც ის გვეგონა რომ ენრიკე გვარდიოლას ბავარიას გაუქაჩავდა მარა ენრიკემ თუ არა მესიმ დააფარა ყველაფერი, იმაში კი გეთანხმები რომ ჰაინკესი ძალიან ძლიერი მწვრთნელი მარა არც ვალოდიაა ნაკლები ტაქტიკოსი, უბრალოდ საკითხავია ლიგის დონეზე რამდენად გაქაჩავს როგორც გამოუცდელი, ისიც აღსანიშნავია რომ მეორე ტაიმში სრულიად სხვა ბარსა გამოჰყავს და ეგ ყველა მოწინააგმდეგისთვის დიდი პრობლემაა

  • barsa12345
    schedule 16 მარ 2018, 16:07
    #5

    Gavxunavt romas

  • ირაკლი 1
    schedule 16 მარ 2018, 16:04
    #4

    რომას გადაუვლით

  • dito jangavadze
    schedule 16 მარ 2018, 15:45
    #3

    საწყალი რომა

  • Arthur Melo
    schedule 16 მარ 2018, 15:44
    #2

    ციტატა: Messiah
    ფინალში ვერ მოვუგებთ


    რატომ ვერ მოვუგებთ? ხანდახან მაგარ რამეებს იტყვი ხოლმე ბრატ რა, საწყენად არ მიიღო ოღონდ. უბრალოდ რატომ ვერ უნდა მოვუგოთ ცერ ვხვდები.

  • kaxikaxi
    schedule 16 მარ 2018, 15:43
    #1

    ციტატა: Messiah
    გასულები ვართ .. იმედია ნახევარფინალში ბაიერნი შეგვხვდება .. ფინალში ვერ მოვუგებთ


    რატომ ვერ მოვუგებთ