“ჩელსის” კარში გატანილი 3 გოლიდან 2-ში ლონდონელთა მეკარეს, ტიბო კურტუასაც მიუძღოდა წვლილი. ბელგიელი კიპერი ამ შეცდომებს აცნობიერებს და ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი სწორედ ინდივიდუალურმა შეცდომებმა გადაწყვიტა.
“ჩემი აზრით, ტურნირის ამ ეტაპზე დატოვებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ორივე თამაშში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომები ძვირად დაგვიჯდა. პირველი გოლის დროს, არ ველოდი, თუ მესი ისეთი მახვილი კუთხიდან დაარტყამდა და ბურთი ფეხებს შორის გამიძვრა, რეაგირება ვერ მოვასწარი. ეს ყველა მეკარის სუსტი წერტილია, ასეთი გოლები აქამდეც გამიშვია. შეცდომები უნდა ვაღიაროთ”. – აცხადებს კურტუა.



წადი შე დირკისტო ლაქლაქებ რაღაცას
გულს ნუ დაიწყვეტ მაინც წააგებდი
ერთი ასობგერა ამოუშალა გვარიდან
კურტუა ჩაგიტარა მესიმ კლასიი…..