ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტური, “ბარსელონასთვის” და ლეო მესისთვის, განსაკუთრებული გამოდგა – კატალონიურმა გუნდმა მდევარ “ატლეტიკოს” სძლია და ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა, მესიმ კი, კარიერიაში მე-600 გოლი გაიტანა.
კლუბი და ნაკრები
კლუბსა და ნაკრებში სულ ჩატარებულ 747 ოფიციალურ მატჩში ლეომ 600 გოლი გაიტანა – საშუალოდ 0.803 გოლი მატჩში.
600 გოლიდან 539, ანუ 89.8% “ბარსელონაზე” მოდის. ეს 539 გოლი მესიმ 624 თამაშში გაიტანა – საშუალოდ 0.86 გოლი მატჩში.
61 გოლი (10.2%) არგენტინის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 123 შეხვედრაზე მოდის – საშუალოდ 0.496 გოლი თამაშში.
ტურნირები
373 გოლი, ანუ 62.2% ლეომ ესპანეთის ჩემპიონატზე გაიტანა. ის ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
98 გოლი (16.3%) ჩემპიონთა ლიგაზე მოდის. ამ ტურნირზე მესი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.
ესპანეთის თასზე გატანილი 47 გოლით (7.8%), ტურნირის ბომბარდირებს შორის, არგენტინელი ვარსკვლავი მხოლოდ მე-10 ადგილზეა. 81 გოლით რეკორდსმენი ტელმო სარააა.
27 გოლი (4.5%) მესიმ არგენტინის ნაკრების ამხანაგურ მატჩებში გაიტანა.
21 გოლი (3.5%) – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
13 გოლი (2.2%) ესპანეთის სუპერ თასზე.
8 გოლი (1.3%) – კოპა ამერიკაზე.
5 გოლი (0.85%) – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
5 გოლი (0.85%) – მსოფლიო ჩემპიონატზე.
3 გოლი (0.5%) – უეფა-ს სუპერ თასზე.
სხეულის ნაწილები
ლიონელ მესის გოლებიდან 496, ანუ 82.7%, მარცხენა ფეხზე მოდის.
78 გოლი (13%) მან მარჯვენა ფეხით გაიტანა.
24 გოლი (4%) – თავით.
2 გოლი კი (2%) სხეულის სხვა ნაწილით – ერთი მკერდით და ერთიც ხელით.
სტანდარტული მდგომარეობები
მესიმ მეტოქეთა კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან 77-ჯერ (12.8%) აიღო.
39 გოლი (6.5%) საჯარიმო დარტყმის შემდეგ გავიდა. ეს ის მაჩვენებელია, რომელსაც არგენტინელი უფრო და უფრო უმატებს. თავისი მე-600 გოლი ლეომ სწორედ ჯარიმით გაიტანა.
საერთო ჯამში, სტანდარტებით, მესიმ გოლების თითქმის 20% გაიტანა.
მოედნის ნაწილი
496 გოლი (82.7%) მეტოქის საჯარიმოდან დარტყმით გავიდა.
ლეო მესი შორიდან ძლიერი გასროლებით არ გამოირჩევა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა მაინც შთამბეჭდავია – 104 (17.3%).
მეტოქეები
გატანილი 600 გოლი 89 მეტოქეზეა განაწილებული. ლეომ თავი მსოფლიოს 97 სტადიონზე გამოიჩინა.
მესის ფავორიტი მეტოქეები:
- სევილია – 29 გოლი
- ატლეტიკო – 28 გოლი
- რეალი – 25 გოლი
- ვალენსია – 24 გოლი
- ბილბაო – 23 გოლი
- ოსასუნა – 23 გოლი
- ესპანიოლი – 21 გოლი
- ბეტისი – 18 გოლი
- ხეტაფე – 18 გოლი
- დეპორტივო – 17 გოლი
ჩემპიონთა ლიგაზე მესის საყვარელი მეტოქეები “არსენალი” (9 გოლი), “სელტიკი” (8 გოლი) და “მილანი” (8 გოლი) არიან.
ეროვნულ ნაკრებებს შორის მესი ყველაზე მეტად ბრაზილიას, ურუგვაის, პარაგვაის, ვენესუელასა და ეკვადორს ერჩის – ამ გუნდების კარში მას 4-4 გოლი აქვს გატანილი.
მსოფლიოს საუკეთსო მეტი რა უნდა თქვა
shenxar is ertadertuga visac chelsis atireba sheudzlia
True legend