“ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ კომენტარი “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.
“გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა და მიზანს მივაღწიეთ. მეტოქეს ვაჯობეთ, ვდომინირებდით, მესის გოლი კი ფანტასტიკური იყო. სწორედ ასე შეიძლება ლა ლიგის მოგება. სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი გუნდის დამარცხება ჩემპიონობისკენ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
თუმცა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. სეზონის ბოლომდე მნიშვნელოვანი თამაშები კიდევ გვაქვს ჩასატარებელი და თითოეულ მათგანს თანაბარი ყურადღებით უნდა მივუდგეთ”. – განაცხადა ბუსკეტსმა.




წელს ძალიან მაგარ სეზონს ატარებს ჩვენი ბუსი.
ბუსკე მგელია
დღეს ნორმალური იყო ბუსი
Buskets magari xar zaan.