მოგეხსენებათ, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ვეტერან ნახევარმცველს ანდრეა პირლოს წელს, 2011 წლის ივნისში თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. ამიტომ ევროპული ქვეყნების სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებმა დაიწყეს უამრავი ჭორების გავრცელება. აქედან ერთ-ერთს თუ დავუჯერებთ, მაშინ “მილანელი” ნახევარმცველი შემდეგ სეზონს “ბარსას” შემადგენლობაში დაიწყებს.
ერთი-ერთი იტალიური წყაროს ინფორმაციით, ამ ფეხბურთელით საკმაოდ ბევრი ევროპული გრადნია დაინტერესბული და ყველა ამ კლუბის მთავარ მწვრთნელს სურს ასეთი მოთამაშით თავისი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება. აქედან ერთ-ერთი ესპანური გრანდი, კატალონიის “ბარსელონაა”. პირლო ამჟამად 31 წლის გახლავთ და მას კონტრაქტი “მილანთან” 2011 წლის ივნისში ეწურება, მიუხედავად ამისა მის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ ეს კიდევ უფრო აახლოვებს ფეხბურთელს გუნდის გამოცვლასთან.
გარდა კატალონიური კლუბისა, ანდრეა პირლოთი ისეთი ევროპული წამყვანი გრანდები ინტერესდებიან, როგორებიც არიან ლონდონის “ჩელსი” და ტურინის “იუვენტუსი”.



