“ბარსელონას” ფრანგმა თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ განაცხადა, რომ თავისი ახლანდელი მდგომარეობით კმაყოფილია.
“ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ. ვიცოდი, რომ თუ ამას გავაკეთებდი, ერთ დღეს ლეო მესის გვერდით თამაშს შევძლებდი. კარგია, რომ ტრავმა სეზონის დასაწყისში მივიღე და არა მეორე ნახევარში, როცა უფრო მეტი მნიშვნელოვანი თამაშია ჩასატარებელი. ამ პერიოდში სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი”.
დემბელემ უარყო, რომ თითქოს ის “ბარსას” გუნდური თამაშის სტილს ვერ ერგება:
“ინდივიდუალისტი არ ვარ, უპირატესობას ყოველთვის გუნდურ თამაშს ვანიჭებ. ასე რომ არ ყოფილიყო, წინა სეზონში 21 საგოლე გადაცემის შესრულებას ვერ მოვახერხებდი”.

Ra kai intuicia gak zmao
სუარეზი დემბო და მესი მალე შეთამაშდეიან და მერე ვნახოთ საუთესსო ტიო
ნეიმარზე ერთგულია..
არამგონია ნეიმარივით ფულისკაციიყოს და თან 20 წლისაა და მთელი კარიერა წინააქ
ნეიმარს ფულის გარდა მართლაც უნდოდა ლიდერობა მესის კარიერის დამთავრებისთვის რო ეცადა დაბერდებოდა თვითონაც ეს კიდევ ზუსტად იმ ასაკშია ორ სამ წელიწადში უნდა გადაიბაროს ლიდერობა თუაქვს რამის ტაკო.
ეს ათამაშდეს და არ მინდა არაფერი