workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-”უელვა” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

“ბარსელონა”-”უელვა” – რაიკაარდის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა მატჩსისშემდგომ ინტერვიუში აღნიშნა ბოიანის თამაში: “ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო კარგად თამაშობს და თუ ამ ტემპით გააგრძელა პროგრესირება, მაშინ მალე იგი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ საჭირო არის ყველაფრის თანმიმდევრობით გაკეთება. იგი კარგარ აკონტროლებდა ბურთს, გაიტანა გოლი და ბევრს მუშაობდა გუნდისთვის”.

რაიკაარდის აზრით გუნდმა გაიმარჯვა იმიტომ, რომ მან გამოიყენა დიდი უპირატესობა, რომელიც გუნდმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოიპოვა: “რეკრეატივო” გამუდმებით უკან იხევდა, იმის იმედით, რომ კონტრშეტევებით მოახერხებდნენ ფონს გასვლას, მაგრამ მილიტოს გოლმა ყველაფერი შეცვალა. ეჭვქვეშ არც დამდგარა, რომ ჩვენ მოვახერხებდით მათი კარის აღებას” – განაცხადა რაიკაარდმა.

რაც შეეხება რონალდინიოს განაცხადს მიღმა დატოვებას, ამასთან დაკავშირებით რაიკაარდმა შემდეგი განაცხადა: “იგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ნაკრებიდან და მას ცოტა დრო ჰქონდა დასასვენებლად. ვარჯისას იგი დაკავებული იყო ინდივიდუალური პროგრამით. სამედიცინო შტაბმა, ასევე სამწვრთნელო შტაბმა და თვითონ ფეხბურთელმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იგი დღეს არ ითამაშებდა, ამიტომ არ ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ მან უარი განაცხადა თამაშზე. მას სურდა გუნდის დახმარება”.

წყარო: www.barcamania.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward