მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტო: მსოფლიოს თასზე თამაში ჩემი ოცნებაა

სერჟი რობერტო: მსოფლიოს თასზე თამაში ჩემი ოცნებაა

“ბარსელონას” უნივერსალმა ფეხბურთელმა, სერჟი რობერტომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის – ესპანეთის ნაკრებზე. მან განაცხადა, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მისი ოცნებაა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის. 

“რა თქმა უნდა, მსოფლიოს თასზე ნაკრებთან ერთად წასვლა ჩემი ოცნებაა. ახლა, ამასთან ახლოს ვარ და იმედი მაქვს, მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი ამის შანს მომცემს. მიზნის მისაღწევად ბევრ შრომას ვაპირებ”.

ლოპეტეგის ხელმძღვანელობით რობერტოს ნაკრებში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არის იმის შანსი, რომ ის ზაფხულისთვის 23 კაციან განაცხადში მოხვდეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • GioUmtiti23
    schedule 23 თებ 2018, 18:51

    წესით უნდა წაიყვანოს,ერთი უნივერსალო რომელიც ტრავმას თითქმის არიღებს იდეალური ვარიანტია

  • messi and iniesta
    schedule 23 თებ 2018, 17:54

    უეჭველი მიიწვევენ

  • metreveli_FCB
    schedule 23 თებ 2018, 11:53

    Es yvela pontshi unda waiyvanon