“ბარსელონას”, “სევილიას”, მადრიდის “ატლეტიკოს” და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ და კოპა დელ რეის ფინალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
გადაწყდა, რომ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გულშემატკივრებისთვის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდება: “ბარსას” და “სევილიას” ქომაგებს ტრიბუნების 42%-42% დაეთმობათ, ანუ თითო გუნდის მხარე 23 850 ადგილს დაიკავებს. კატალონიელები ტრიბუნების სამხრეთ ნაწილს დაიკავებენ, ანდალუსიელები კი – ჩრდილოეთ ნაწილს. ბილეთების დარჩენილ ნაწილს, რომლის რაოდენობაც 11 155-ია, ფეხბურთის ფედერაცია გაყიდის.
ბილეთების ფასი 45-დან 190 ევრომდე იქნება, რაც შარშანდელ ფინალთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია.
მხარეებმა მატჩის დაწყების დროდ 21 აპრილის საღამო შეარჩიეს – თბილისის დროით 22 აპრილი, 00 საათი და 30 წუთი.

ბარსელონა-სევილია არ იქნება ურიგო მატჩი
ფინალები სულ გვიან იმართება ხოლმე როგორც წესი