ოთხშაბათს ორი წელი შესრულდება იმ დღიდან, როცა “ბარსელონამ” ლა ლიგაში უკანასკნელად გაუშვა გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ.
ეს 2016 წლის 14 თებერვალს მოხდა. კატალონიელები საკუთარ მოედანზე “სელტას” ეთამაშებოდნენ. გუნდი მინიმალური სხვაობით იგებდა, პირველი ტაიმის ბოლოს კი კლაუდიო ბრავოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გალისიელთა ფორვარდმა, ჯონ გუიდეტიმ გამოიყენა. საბოლოოდ, ის შეხვედრა “ბარსამ” დიდი ანგარიშით, 6-1 მოიგო.
ამის შემდეგ “ბლაუგრანამ” ესპანეთის ჩემპიონატში 76 მატჩი ჩაატარა და ერთი პენალტიც არ გაუშვია.

საღოლ ბიჭებს.მცველებს განსაკუთრებით
ვალვერდე წელს ბარსელონას საკლუბო ყველა რეკორდს დაამყარებს
იმედია არც გავა
karocheraa
დარიო სპორტმა დემბელე არ ვარჯიშობს გუნდთან ერთადო პრობლემების გამოო და კიდე თუ დაიტრამვა გულიც დაამარტყავს რაა
კარგ დაცვაზე ან კარგ გაფორმებაზე მეტყველებს