“ბარსელონას” დირექტორი, გილერმო ამორი მიიჩნევს, რომ ლა ლიგაში მე-2 ადგილოსან “ატლეტიკოსთან” სხვაობის 7 ქულამდე შემცირება ცუდი შედეგი არ არის.
“ხეტაფესთან” მოგება შეგვეძლო, რადგან მომენტები გვქონდა, თუმცა ფავორიტი ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნება, ფეხბურთში ასე ხდება. პირველ ტაიმში გუნდი ძალიან ნელი ტემპით თამაშობდა, მეორე ნახევარში ფეხბურთელები უფრო აჩქარდნენ, მაგრამ მეტოქემ მათთან გამკლავება მაინც შეძლო. იყო ეპიზოდი, როცა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ამაზე კამათი შეიძლებოდა, თუმცა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
არბიტრს არაფერს დავაბრალებთ, არც იმას ვიტყვით, რომ ცუდი დღე გვქონდა. “ბარსელონა” საერთო ჯამში კარგად თამაშობს და ასეც გაგრძელდება. 7 ქულა საკმაოდ კარგი სხვაობაა, თანაც “ატლეტიკომ” “კამპ ნოუზე” უნდა ითამაშოს. სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ”. – აცხადებს ამორი.



ატლეტიკოს უეჭველი მოვუგებთ
არა მგონია დაგვეწიოს
რამდენი დირექტორიყავს ამ ბარსასაც ეს ვიღაა
რეალს უყურებდნენ ამდენი ხანი და ვსო ჩემპიონები ვართო და ატლეტიკო სულ დაივიწყეს გამოფხიზლდით!
მთავარია ახლა 7 ქულიანი სხვაობა შევინარჩუნოთ თუ გავზარდეთ კიდე ხო მთლად უკეთესი
თუ მსაჯისთვის არაფრის დაბრალება არ გინდათ, მაშინ რისთვის ახსენე საერთოდ? თუ კითხვა არ დასვეს..